ფერან ტორესი: "ვიცი, რომ მბაპესთან და ჰოლანდთან კონკურენცია შემიძლია"
ახალი ამბები / საქართველო
24-02-2022, 02:13
ბარსელონას“ შემტევმა ფერან ტორესმა კლუბს მსოფლიოს საუკეთესო უწოდა, თავად კი თავისი ამბიციები არ დამალა.
„ბარსა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მისი ისტორია ყველამ იცის: გუნდი მუდამ ყველა ტიტულისთვის იბრძვის.
როცა „ვალენსიას“ ვტოვებდი და „მან სიტიში“ გადავდიოდი, ვიცოდი, რომ ერთ დღესაც აქ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში დავბრუნდებოდი და ჩემი ოცნება ახდა.
როცა „ბარსას“ ვარიანტი გამოჩნდა მაშინვე ვთქვი, რომ გადასვლა მინდა. იტალიასთან კარგი თამაშის შემდეგ, მატეუ ალემანიმ ჩემ აგენტს დაურეკა და უთხრა, რომ „ბარსელონა“ ჩემით ინტერესდება.
ამის შესახებ როცა შევიტყვე, მაშინვე ვუთხარი: „რაც არ უნდა მოხდეს, იქ უნდა აღვმოჩნდე.
ჰოლანდი და მბაპე? ვფიქრობ, მათთან კონკურენცია შემიძლია. ვიცი, რამდენად შორს შემიძლია წასვლა.“ - ციტირებს ტორესის სიტყვებს Mundo Deportivo.
კომენტარები