"შემიძლია პელეს გადავასწრო..." - ნეიმარი ლეგენდარული ბრაზილიელის გადასწრებას აპირებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
23-02-2022, 00:49
ბრაზილიისა და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორობაზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, "სელესაოელს" 116 შეხვედრაში 70 გოლი აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს, 1-ელ ადგილზე კი პელე იმყოფება - ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავი 77 გოლით გამოიჩინა.
"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ყველაზე მეტი გოლი მექნება. ვერ გეტყვით, რომ ამაზე არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიზანია და ვიმედოვნებ, შევძლებ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. შემიძლია პელეს გადავასწრო" - ციტირებს Marca ნეიმარის სიტყვებს.
30 წლის შემტევმა მშობლიური "სანტოსი" 2013
წელს დატოვა და "ბარსელონას" შეუერთდა, 2017 წელს კი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კომენტარები