ნეიმარი: "2019 წელს ბარსაში დაბრუნება მინდოდა, ამისათვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამომივიდა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 10:39
პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ "ბარსელონაში" დაბრუნება უნდოდა.
"2019 წელს "ბარსელონაში" დაბრუნება მინდოდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა".
"გარკვეული დროის შემდეგ, ლიონელ მესის გაუჩნდა "პსჟ"-ში გადმოსვლის შესაძლებლობა და ამით ძალიან გახარებული ვარ".
"ჩემი მეგობარია, ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობით", - ციტირებს 30 წლის ბრაზილიელის სიტყვებს ფრანგი ჟურნალისტი, ადრიენ გრენიე.
შეგახსენებთ, ნეიმარი პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში კატალონიური გრანდიდან რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
კომენტარები