დიდი ალბათობით ზაფხულში "ბარსელონა" "იუვენტუსის" მცველით გაძლიერდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
22-01-2022, 00:56
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "იუვენტუსის" ბრაზილიელი მცველი, ალექს სანდრო შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. Fichajes-ის ცნობით, ტურინელები მზად არიან "სელესაოელის" თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.
შეგახსენებთ, 30 წლის სპორტსმენი "ბიანკონერის" 2015 წელს "პორტუდან" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ სეზონში სამხრეთ ამერიკელმა იტალიის სერია A-ში 18 შეხვედრა გამართა და თავი 1 ასისტით გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩში 1 გოლის გატანაც მოასწრო.
სანდროს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2023 წელს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ზე კი მისი ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კომენტარები