ნეიმარი მალე დაბრუნდება და "რეალთან" მატჩის მოლოდინშია
ახალი ამბები / საქართველო
16-01-2022, 00:57
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა, ჯერ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში არ დაუწყია, მაგრამ 6 თებერვალს ლიგა 1-ის 23-ე ტურში "ლილთან" გასვლით მატჩში თამაშს აპირებს.
თუ ბრაზილიელმა გრაფიკის წინსწრებით მოახერხა მწყობრში ჩადგომა, არაა გამორიცხული, 31 იანვარს თასზე "ნიცასთან" მატჩში გავიდეს მოედანზე.
ამჟამად ნეიმარი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების მოლოდინშია.
ნეიმარმა ტრავმა 28 ნოემბერს "სენტ ეტიენთან" შეხვედრაში მიიღო. ის 5 თებერვალს 30 წლის გახდება.
კომენტარები