უსახური თამაში ბევრი შეცდომით - ბასილაშვილი მონპელიეში მსოფლიოს 152-ე ნომერთან დამარცხდა
ახალი ამბები
4-02-2022, 01:01
მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 152-ე ნომერს, ბოსნიელ დამირ ძუმჰურს დაუპირისპირდა და სამ სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა.
ქართველი ძალიან ცუდად აწვდიდა და ბევრ შეცდომას უშვებდა. ჯამში მან საკუთარი ჩაწოდება ექვსჯერ დაკარგა, საპირისპიროდ კი სამი ბრეიკი გააკეთა.
ნიკოლოზის ანგარიშზე 3 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.
სავარაუდოდ, ბასილაშვილი შემდეგ ტურნირს როტერდამში ითამაშებს, რომელიც 7 თებერვალს დაიწყება.
კომენტარები