"მანჩესტერს" "ვულვზთან" რონალდოს კაპიტნობამაც ვერ უშველა
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-01-2022, 00:52
პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერი“ საკუთარ მოედანზე „ვულვერჰემპტონთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდს რონალდომ იმის გამო უკაპიტნა, რომ მაგუაირი ტრავმირებულია. კრიშტიანო 2008 წლის შემდეგ პირველად იყო „იუნაიტედის“ კაპიტანი. მანკუნიანელთა მცველმა ჯონსმა ტრავმა მოირჩინა და სასტარტოში ვიხილეთ - მან ბოლოს 2020 წლის 26 იანვარს ითამაშა.
პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქის კარისკენ 15-ჯერ დაარტყეს - მინიმუმ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ეს „ოლდ ტრაფორდზე“ მიღწეული რეკორდია. შესვენებამდე მათ ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ 82-ე წუთზე მოუტინიომ დალაშქრა დე ხეას კარი და „მანჩესტერი“ რანგნიკის ხელმძღვანელობით პირველად დამარცხდა.
„მანჩესტერს“ 19
ჩატარებულ მატჩში 31 ქულა აქვს მოპოვებული, მე-7 ადგილზეა და 15 იანვარს ბირმინგემში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, „ვულვზს“ კი ამდენივე შეხვედრაში 28 ქულა აქვს, მე-8 პოზიციაზეა და იმავე დღეს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ვულვერჰემპტონი 0:1
გოლი: მოუტინიო (82)
კომენტარები