"არ მინდა წელიწადში სამი დღე ვიმუშავო", - ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა გამორიცხა
ახალი ამბები / ფეხბურთი
12-04-2022, 00:36
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც სკუადრა აძურა ზედიზედ მე-2 მუნდიალზე ვერ გავიდა, გახშირდა საუბრები იმაზე, რომ რობერტო მანჩინი შესაძლოა სწორედ ანჩელოტიმ შეცვალოს.
„ზოგჯერ ამაზე მიფიქრია, ასეთი შანსი 2018 წელს მქონდა, თუმცა გულწრფელი უნდა ვიყო, მე ყოველდღიური სამსახური მომწონს და არა მხოლოდ მატჩები.
მყავდა მწვრთნელი, რომელიც ამბობდა, რომ მწვრთნელად მუშაობა საუკეთესო პროფესია იქნებოდა, რომ არა მატჩები. ეს ასე არ არის, მატჩები ისეთ შანსებს გაძლევს, როგორიც სამშაბათს გვექნება, თუმცა ზოგჯერ წვალებაც გიწევს.
ყოველდღიური სამსახური - ჩემი საქმეა. სანამ ჩემი ასეთი მიდგომა არ შეიცვლება, ნაკრებსაც არ გავწვრთნი. იტალიის ნაკრების გამოცდილება 1994 წლის მუნდიალზე შესანიშნავი იყო, თუმცა არ მინდა წელიწადში მხოლოდ სამი დღე ვიმუშავო.“ - აღნიშნა „რეალის“ მწვრთნელმა.
კომენტარები