2022 წლის მუნდიალზე ფიფა 90-ს ნაცვლად 100-წუთიანი მატჩების ჩატარებას აპირებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:12
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც იცით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად არა ზაფხულში, არამედ შემოდგომა-ზამთარში გაიმართება, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, უკვე უახლოეს მუნდიალზე მისი ორგანიზატორი „ფიფა" ახალი ინოვაციის დანერგვას გეგმავს.
FIFA-ს სურს, რომ 2022 წლის მუნდიალზე საფეხბურთო მატჩები არა 90, არამედ 100 წუთი გაგრძელდეს და ამ ინოვაციის სასწრაფო წესით დანერგვაზე მუშაობას შეუდგა.
ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია სხვა არცერთ ავტორიტეტულ წყაროს და მითუმეტეს არც თავად ფიფას არ დაუდასტურებია, თუმცა იტალიური Corriere dello Sport საკმაოდ გავლენიანი გამოცემაა და მოგვიწევს, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
კომენტარები