მესი პსჟ-დან ჯერ არ წავა, მას ამ გუნდში თავისი მიზანი აქვს - Marca
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 01:11
თავდამსხმელი ლეო მესი „პსჟ-დან“ წასვლას უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ აპირებს.
ბოლო დროს პრესაში იწერება, რომ არგენტინელს პარიზულ გუნდშიც უჭირს ადაპტაცია და ზოგადად ქალაქსა და ქვეყანაშიც, რაც მის მომავალზე ეჭვებს თავისთავად ბადებს.
თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, მესი „პსჟ-ში“ მინიმუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩება, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.
გარდა ამისა, 34 წლის ფეხბურთელს მიზანი აქვს დასახული: მას სურს, რომ „პსჟ-სთან“ე რთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, რაშიც ამ გუნდში თამაშის მთავარ მოტივაციას ხედავს.
ამ სეზონში ლეომ ლიგა 1-ს 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 გოლი დაუგროვდა.
კომენტარები