ოფიციალურად: 2023 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების ნაკრებს კვლავ რონალდ კუმანი ჩაიბარებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:13
ნიდერლანდების ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეეცვლება.
2023 წლის 1 იანვრიდან, „ნარინჯისფრების" მთავარ მწვრთნელად „ბარსელონას" ექს-დამრიგებელი რონალდ კუმანი დაბრუნდება. ის ამ თანამდებობაზე ლუი ვან გაალს შეცვლის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მას პროსტატის სიმსივნე აღმოუჩინეს.
მიუხედავად ავადმყოფობისა, ვან გაალმა ეროვნული ნაკრები მუნდიალზე გაიყვანა, რომელიც ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლთ გაიმართება.
ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების მეტოქეები ეკვადორის, სენეგალისა და ყატარის ნაკრებები იქნებიან.
ვან გაალი ნაკრების მწვრთნელად სამჯერ მუშაობდა და 2014 წლის მუნდიალზე მესამე ადგილზეც გაიყვანა.
კუმანმა ნაკრები 2020 წლის აგვისტოში დატოვა, რათა „ბარსელინა" გაეწვრთნა, რომელშიც 2021 წლის ნოემბრამდე დარჩა.
კომენტარები