მიქაუტაძეს "სერენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ახალი ამბები
4-01-2022, 00:51
"სერენის" უხეირო ასპარეზობის გამო გადაყენებული ჟორდი კონდომის ნაცვლად 59 წლის ფრანგი ჟან-ლუი გარსია დანიშნეს.
გარსიას წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ოფიციალურად წარადგინეს და დღეიდან მუშაობას შეუდგება. მან გუნდში თან თანაშემწეც მიიყვანა - ლუის მანუელ ნოგეირა.
გარსია ფეხბურთელობისას მეკარე იყო, თამაშობდა "კანში", "მონსოში", "მონაკოში", "შატელროში", "ნანსისა" და "ნანტში", წვრთნიდა "ნანტში" მეკარეებს, "ბორდოში" დუბლებს, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად "ტულონში", "ანჟეში", "ლანსში", "შატორუში", "გრენობლში", "ტრუასა" და "ნანსიში" მუშაობდა, საიდანაც გასული წლის მაისში დაითხოვეს.
"სერენის" ღირსებას საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს.
კომენტარები