გუგეშაშვილი პოლონეთში დაბრუნდა - სად გააგრძელებს კარიერას?

გუგეშაშვილი პოლონეთში დაბრუნდა - სად გააგრძელებს კარიერას?

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-01-2022, 00:56



გორის "დილას" 22 წლის კიპერ ლუკა გუგეშაშვილის მიმართ ქართველი გულშემატკივრების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიიწვია.

სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება, რომ ლუკა "ტორპედოს" ინტერესის სფეროშია. ამას ისიც დაერთო, რომ ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძე "სამგურალში" ჩაირიცხა.

22 წლის გუგეშაშვილს გორელებთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და თავის კლუბ "იაგელონიაში" დაბრუნდა - ეს ინფორმაცია "დილას" პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. დარჩება თუ არა მეკარე პოლონურ გუნდში, ეს ჯერ გარკვეული არაა.

შეგახსენებთ, მომავალ ზაფხულს ანდრეი დემჩენკოს გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. აქვე გეტყვით,
რომ ცოტა ხნის წინ "დილამ" მეკარე დემეტრე ბულისკირია გადაიბირა.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно