სამწაუხაროა - ომთან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო ინფორმაციას ვრცელდება
პოლიტიკა
11-04-2022, 21:55
სამწაუხაროა - ომთან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო ინფორმაციას ვრცელდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ამზადებს ახალ თავდასხმას და იმედოვნებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის გატეხას. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
„ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ყველა რეგიონში, სადაც მისწვდა რუსული ჭურვები, სადაც მისწვდა ბომბები, ჯერ კიდევ მიდის ნანგრევებისგან გასუფთავება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ჯერ კიდევ გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. რუსეთი ამზადებს ახალ თავდასხმებს და იმედოვნებს ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობის გატეხას. ოკუპანტებმა მოახდინეს ათობით ათასი ჯარისკაცისა და დიდი რაოდენობით ტექნიკის კონცენტრირება, ახალი დარტყმის განსახორციელებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ დაიწყო უკრაინით, თუმცა მათ გეგმაში შედის სხვა სახელმწიფოების განადგურება და სხვა მეზობელი ქვეყნების დაპყრობა
კომენტარები