“ასე იციან რუსმა სტუმრებმა ჯერ..” – ნახეთ ძალიან საინტერესო პოსტი რუსების შესახებ

“ასე იციან რუსმა სტუმრებმა ჯერ..” – ნახეთ ძალიან საინტერესო პოსტი რუსების შესახებ

პოლიტიკა
9-03-2022, 21:23



“ასე იციან რუსმა სტუმრებმა ჯერ..” – ნახეთ ძალიან საინტერესო პოსტი რუსების შესახებ


უკრაინა რუსეთის ომის ფონზე საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების “არმიაზე” სოციალურ ქსელში დისკურსია არ წყდება. ქუთაისის ყოფილი ვიცე მერი ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს:


ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა…


– თავდაპირველად, აღფრთოვანებული და მადლიერი არიან; მოსწონთ ყველა და ყველაფერი, ძალიან უყვართ შენი ქვეყანა;

– ცოტა ხანში, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობ, მათი თანდასწრებით;


– მერე გსაყვედურობენ, ქუჩის აბრები და წარწერები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე რატომაა შესრულებული;


– ამის შემდეგ შეშფოთებით აღნიშნავენ, რუსულენოვანი სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციების სიმცირეს ან არქონას;



– მერე მოითხოვენ სოციალური სერვისების მიღებას, რუსულ ენაზე;


– ცოტა ხანში – რუსული ენის შენს ენასთან გათანაბრებას;

– მერე ცდილობენ საკუთარი წესების შემოტანას და რუსული წესრიგის დამყარებას;

– თუ არ გაუვიდათ, ხმამაღლა იწყებენ მათ უფლებებსა და დისკრიმინაციაზე გაბრაზებულ საუბარს;


– რასაც მოსდევს მათი ქვეყნის პრეზიდენტის და ხელისუფლების ჩარევა, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში, ჩაგრული ,,ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევისა და უფლებების დასაცავად”;


– ამის მერე იწყება აქტიური პოლიტიკური პროცესი, რაც, როგორც წესი, სრულდება მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიითა და ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენით;


– წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ტარდება ე.წ. სამხედრო ოპერაცია, იგივე ომი, მშვიდობის და სამართლიანობის სახელით;


– სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, იწყება ანექსირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დეგრადირების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი… სრულ გაპარტახებამდე.


პ.ს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპზე, რუსებს მიაჩნიათ, რომ ისინი სხვა, გაცილებით მაღალი რასის და კულტურის წარმომადგენლები არიან, ვიდრე მათი მასპინძლები;


არასდროს სწავლობენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც ცხოვრობენ სამშობლოს გარეთ და არასდროს არიან მადლიერი იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რაც მათ მიმართ გამოიჩინეს.


აღნიშნულ სქემას, რუსები, ასევე, გამოიყენებენ სხვა მცირე ერების და ეთნიკური უმცირესობების წასაქეზებლად, მათ ქვეყნებში ქაოსის გამოსაწვევად, ქვეყნების დასაშლელად და ტერიტორიების დასაპყრობად.


კომენტარები
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “ანონიმუსთან” დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “ანონიმუსთან”...
7-03-2022, 22:44
“რუსი ხალხის სიძულვილი მომრავლდა,უნდა ვაპატიოთ მე ვნახე როგორ ტირიან..” – ნახეთ ია ფარულავას ემოციური პოსტი
“რუსი ხალხის სიძულვილი მომრავლდა,უნდა ვაპატიოთ მე...
6-03-2022, 21:38
მომრავლდა რუსი ხალხის და რუსული ენის მიმართ სიძულვილი - ბატონებო ვაპატიოთ“... - ია ფარულავა
მომრავლდა რუსი ხალხის და რუსული ენის მიმართ...
5-03-2022, 18:08
“ძალიან მაძლიერებთ თქვენ მე..” – ნახეთ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი ახალ მიმართვას ავრცელებს, რას წერს თაკო ტაბატაძე
“ძალიან მაძლიერებთ თქვენ მე..” – ნახეთ გია...
11-02-2022, 21:24
სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია"
სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - "...
8-02-2022, 18:07
„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი...შემდეგ კი..."
„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ...
5-01-2022, 22:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно