პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს - უკრაინელი გენერალი
პოლიტიკა
20-03-2022, 18:17
უკრაინელი გენერლის მიკოლა მალომუჟის განცხადებით, პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს.„რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამაზე ირიბად მოწმობს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები. კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც რამდენიმე თვე შეგეძლო ოფლაინში ცხოვრება“, - ამის შესახებ Obozrevatel-თან ინტერვიუში არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა დააჭიროს „ბირთვულ ღილაკს“, თუმცა, მან ისიც იცის, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი.
მალომუჟის განცხადებით, ბუნკერი, რომელშიც შესაძლოა, პუტინი დაიმალოს, არის მიწისქვეშა, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე. იქ არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან. ასევე, შესაძლებელია ელექტრომომარაგება გარე წყაროებისგან და ჰაერის გაწმენდა. მალომუჟის თქმით, ასეთ ბუნკერში 1 წლის განმავლობაშია ცხოვრება შესაძლებელი.
მანამდე, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორმა ილია ნესხოდოვსკიმ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პუტინს ფიზიკური ლიკვიდაციის ეშინია, რის გამოც კრემლში დიდი ხანია არ ყოფილა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის სპეციალურ დაცულ ბუნკერში გადავიდა.
კომენტარები