პუტინი ჩერნობილზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ჩერნობილზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს.
დაზვერვის სამსახური იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრძანება გასცა.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაში საოკუპაციო ძალები უკრაინის ჯარის დადანაშაულებას აპირებენ, რისთვისაც ცრუ "სამხილების" შექმნას უკვე ცდილობენ. კონკრეტულად, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ანტონოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გოსტმელში უკვე შენიშნეს რუსული მანქანა-მაცივრები, რომლებშიც დაღუპული უკრაინის დაცვის წევრების სხეულებს აგროვებენ. სავარაუდოდ ტერაქტის განხორციელების შემდეგ სწორედ ამ დაღუპულ უკრაინელებს გამოაცხადებენ დივერსანტებად.
ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანადაა გათიშული საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობიდან. სადგურის ფუნქციონირება შეწყვეტილია. გენერატორებში დარჩენილი საწვავი კი უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირებისთვის საკმარისი სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში იქნება.
დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ უკრაინას სადგურის შეკეთების უფლება არ მისცეს, ამის ნაცვლად ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ადგილზე "ბელარუსი სპეციალისტები" გაგზავნეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსებთან ერთად ადგილზე რუსი დისიდენტებიც შედიან, რათა ტერორისტული თავდასხმა მოაწყონ.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ტერაქტის განხორციელების შემთხვევაში, ატომური კატასტროფა მთელ მსოფლიოს შეეხება.