ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს - პუტინი

ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს - პუტინი

პოლიტიკა
23-02-2022, 18:43



რუსეთის შეიარაღებაში არის იარაღი, რომლის ანალოგი  მსოფლიოში არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. პუტინმა რუსეთის მოსახლეობას „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა, ის უფრო მობილური გახდა და სამხედრო გამოცდილება მიიღო.

„სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.  ჩვენ მომავალშიც განვავითარებთ შეიარაღების პერსპექტიულ სისტემებს, მათ შორის ჰიპერბგერით სისტემებს და ფიზიკის ახალ პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემებს, განვავითარებთ მოწინავე ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს მომავლის იარაღია, რომელიც საბრძოლო პოტენციალს რამდენჯერმე ზრდის.

პუტინის თქმით, შეიარაღებული ძალებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლებას.

რამდენიმე თვის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანამედროვე შეიარაღების შექმნის საკითხში მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომლის შეიარაღებაში ჰიპერბგერითი რაკეტებია.


კომენტარები
გაუქმდება თუ არა პირბადის ღია სივრცეში ტარება როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება? - გამყრელიძემ ყველას ცივი წყალი გადაასხა
გაუქმდება თუ არა პირბადის ღია სივრცეში ტარება...
16-02-2022, 18:03
უკრაინია რუსეთის ომი იწყება ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო" - უცხოური მედია
უკრაინია რუსეთის ომი იწყება ვლადიმერ პუტინმა...
12-02-2022, 01:27
გვარდიოლა: "ჟესუსი ამაში მსოფლიოში საუკეთესოა"
გვარდიოლა: "ჟესუსი ამაში მსოფლიოში საუკეთესოა"...
10-02-2022, 13:25
ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს ომიკრონი" არ არის პანდემიის დასასრული " - დევი ტაბიძე
ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს...
7-02-2022, 19:01
იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს
იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და...
22-01-2022, 18:41
"რეალი" ზახარიანს ცოცხალი თავით არ ეშვება და ისევ უთვალთვალებს
"რეალი" ზახარიანს ცოცხალი თავით არ ეშვება და ისევ...
5-01-2022, 01:35
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно