გაუქმდება თუ არა პირბადის ღია სივრცეში ტარება როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება? - გამყრელიძემ ყველას ცივი წყალი გადაასხა

გაუქმდება თუ არა პირბადის ღია სივრცეში ტარება როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება? - გამყრელიძემ ყველას ცივი წყალი გადაასხა

პოლიტიკა
16-02-2022, 18:03



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნები ჩანს, თუმცა ამან ხალხი არ უნდა გაათამამოს.

მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის“ წინააღდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის პირბადე და ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში.

„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.

დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ.


კომენტარები
ქვეყანაში „ომიკრონის" მეორე ვარიანტია გავრცელებული - ნახეთ, რა განსხვავებაა ამჟამად დომინანტი შტამის ვარიანტებს შორის
ქვეყანაში „ომიკრონის" მეორე ვარიანტია...
14-02-2022, 17:21
უნდა ველოდეთ თუ არა შეზღუდვის გამკაცრებას - ამირან გამყრელიძის განმარტება
უნდა ველოდეთ თუ არა შეზღუდვის გამკაცრებას -...
6-02-2022, 17:52
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ - იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ...
1-02-2022, 19:04
ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის გადადგომის მოთხოვნით მანიფესტი შეიქმნა
ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ...
24-01-2022, 21:51
"რუს ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!" - ვის უპირისპირდება გიორგი ფხაკაძე?
"რუს ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი...
18-01-2022, 21:47
"გაჩერდა ჩემი ცხოვრება ერთხელ..........."- ამირან გამყრელიძე
"გაჩერდა ჩემი ცხოვრება ერთხელ..........."- ამირან...
13-01-2022, 21:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно