ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის გადადგომის მოთხოვნით მანიფესტი შეიქმნა
პოლიტიკა
24-01-2022, 21:51
ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის გადადგომის მოთხოვნით მანიფესტი შეიქმნა
მოქალაქეები ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის გადადგომას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მანიფესტი უკვე შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, მანიფესტს ხელს 1302 ადამიანი აწერს.
მანიფესტის ავტორის პოზიციით, აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად ხდება პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და ავადმყოფობის არასწორი მართვის შედეგი.
მათივე თქმით, უამრავი ფაქტი არსებობს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
“უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენ ყველა ფაქტს. ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ლანძღავენ მოსახლეობას ირიბად, რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს
შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე ადამიანები”,- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები