"რუს ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!" - ვის უპირისპირდება გიორგი ფხაკაძე?

"რუს ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!" - ვის უპირისპირდება გიორგი ფხაკაძე?

პოლიტიკა
18-01-2022, 21:47



"რუს ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!" - ვის უპირისპირდება გიორგი ფხაკაძე?


"ეს ადამიანი არის ანტივაქსერული სექტის “რუხი კარდინალი” - ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვირუსოლოგ გიორგი კანდელაკს. 

ფხაკაძე კანდელაკის სტატუსმა გააღიზიანა, სადაც ვირუსოლოგი წერს, რომ მასობრივი ვაქცინაცია შეცდომაა. 

ფხაკაძის თქმით, ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში იმიტომ ჩავარდა , რომ სახელმწიფო ატარებს “კანდელაკის” გეგმას. 

"ეს ადამიანი (ამ პოსტის მერე კოლეგას ვეღარ უძახი) არის ანტივაქსერული სექტის “რუხი კარდინალი”.
რუსი ოკუპაციური ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა/დანაშაული რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა!

არ მესმის დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და წესით საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა. 

ყველა ამაზე ჩუმად საუბრობს მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ ვერ იღებს ….. 

ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში არის ჩავარდნილი და რატომ იცით ?! სახელმწიფო ატარებს “კანდელაკის” გეგმას. თუ არ ვარ მართალი გისმენთ. გადახედეთ არა “ლოზუნგებს” არა მეტ უშუალო ქმედებებს. რეალობაში მთავრობა აირჩია “ჯოგური იმუნიტეტის” გზა …. პოსტ კოვიდზე არავინ ფიქრობს".- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 306 788 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.4%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно