ქვეყანაში „ომიკრონის" მეორე ვარიანტია გავრცელებული - ნახეთ, რა განსხვავებაა ამჟამად დომინანტი შტამის ვარიანტებს შორის

ქვეყანაში „ომიკრონის" მეორე ვარიანტია გავრცელებული - ნახეთ, რა განსხვავებაა ამჟამად დომინანტი შტამის ვარიანტებს შორის

პოლიტიკა
14-02-2022, 17:21



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის" მეორე ვარიანტი, BA.2-ია.

მისივე თქმით, ეს შტამი „ომიკრონის" თავდაპირველ ვარიანტზე, BA.1-ზე მეტად გადამდებია, თუმცა, დაავადების მიმდინარეობის კუთხით, უფრო მძიმედ გადასატანი არ არის.

„ომიკრონის" ამ ორი შტამიდან უკვე BA.2 სჭარბობს, BA.1-ით დაიწყო „ომიკრონის" ცირკულაცია ქვეყანაში და დღეს უკვე სჭარბობს, თითქმის 75-80%-ით მეტია. BA.2 შტამი, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გადამდებია, მაგრამ განსხვავება „ომიკრონის" პირველ შტამთან მიმართებით, აგრესიულობის კუთხით არ აქვს, ანუ უფრო აგრესიული არ გახლავთ. BA.2 სჭარბობს და შესაძლებელია ჩაანაცვლოს, თუმცა, სრული ჩანაცვლება არასოდეს ხდება, ერთდროულად ცირკულირებენ სხვადასხვა შტამები, მაგრამ დომინანტი არის BA.2.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის დაღმავალი ტალღა საკმაოდ დამრეცი იყო, ჩვენთან, დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, არ იქნება, რადგან სადაც სწრაფი ჩამოსვლა იყო, იქ აცრის მაჩვენებელი მაღალია," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. 13 თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა.


კომენტარები
ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს „ომიკრონის“ შტამი მოუახლოვდა
ლევან გოფოძე: სამწუხარო ამბავი - საქართველოს...
7-02-2022, 21:06
უნდა ველოდეთ თუ არა შეზღუდვის გამკაცრებას - ამირან გამყრელიძის განმარტება
უნდა ველოდეთ თუ არა შეზღუდვის გამკაცრებას -...
6-02-2022, 17:52
„თქვენითვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს , დღეის მდგომარეობით...“ - გიორგი ფხაკაძე
„თქვენითვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს , დღეის...
5-02-2022, 18:01
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ - იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ...
1-02-2022, 19:04
ვინც ამბობს  რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, არის მტკნარი სიცრუე - ბიძინა კულუმბეგოვი
ვინც ამბობს რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა,...
17-01-2022, 22:01
ვინც გადაიტანა კოვიდი იმ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად - ბიძინა კულუმბეგოვი
ვინც გადაიტანა კოვიდი იმ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ...
15-01-2022, 17:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно