იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს

იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს

პოლიტიკა
22-01-2022, 18:41



რუსეთის საგარეო უწყება 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ გავრილოვის ღამის საპასუხოდ, 2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის შესახებ. 

ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი:

რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში მგზავრების გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვები დროებითია. ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მისი გაუქმების პირობები და ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის. 

პირობებში საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზებაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. 

რუსეთი იძულებული გახდა მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის [გავრილოვის ღამის] საპასუხოდ. 
 
ჩვენ ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების - ეს ყველაფერი ორივე ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. 

იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно