გვარდიოლა: "ჟესუსი ამაში მსოფლიოში საუკეთესოა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-02-2022, 13:25
მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გუნდის ბრაზილიელი შემტევი, გაბრიელ ჟესუსი მსოფლიოში საუკეთესო დამპრესინგებლად მონათლა.
"გაბი ცენტრფორვარდია. მას იქ თამაში შეუძლია, მაგრამ როცა ფრთაზე თამაშობს, იქ უფრო კომფოტულადაა. ჩვენ ჟესუსს ვაქეზებთ, რომ ცენტრალურ პოზიციებზე უფრო გახსნილი იყოს და მოქმედებები დაინახოს.
ჟესუსს შეტევაში 3 პოზიციაზე თამაშის უნარი აქვს და როცა გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც პრესინგსა და ინტენსივობის გაზრდაში დახმარება შეუძლიათ, ის მსოფლიოში საუკეთესოა.
მასთან ერთად ჩვენ უფრო აგრესიულები ვართ, ნახევარმცველებისგან დამატებით რითმს ვიღებთ, რადგან მათ მაღლა დარჩენის საშუალება ეძლევათ.
გაბი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ის ბევრით დავეხმარა. ახლა ჟესუსი მამა გახდება, რაც შესანიშნავია," - თქვა პეპმა.
ცნობისთვის, 24 წლის თავდამსხმელმა "ფულემთან" ასოციაციის თასის მატჩი გამოტოვა და ის "სიტიზენებს" ვერც "ბრენტფორდთან" პრემიერლიგურ ჯახში დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში გაბრიელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 9 შედეგიანი გადაცემა.
კომენტარები