გამწარებული პუტინი თავისიანებს დაერია - რა დაემართა პუტინს

გამწარებული პუტინი თავისიანებს დაერია - რა დაემართა პუტინს

პოლიტიკა
15-03-2022, 22:24



გამწარებული პუტინი თავისიანებს დაერია - რა დაემართა პუტინს


რუსეთის საიდუმლო სამსახური FSB არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშინელი სადაზვერვო სამსახური, ამასთან ის ვლადიმირ პუტინის საყვარელ უწყებად მიიჩნევა. თავად პუტინი ოდესღაც კგბ-ს მემკვიდრის დირექტორი იყო და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არა მხოლოდ მასობრივად გააფართოვა FSB-ის გავლენა, არამედ საიდუმლო სამსახურის უამრავი ყოფილი თანამშრომელიც გავლენიან სამთავრობო პოზიციებზე მოათავსა.
ახლა კი, როგორც მიმდინარე ფაქტები და მოვლენები ცხადყოფს, პუტინის ოცნება უკრაინაში ბლიცქრიგის გამარჯვების შესახებკოშმარად იქცა რუსეთის მმართველისა და სამხედროებისთვის.
რუსეთი ბევრად უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე კრემლი ამას წარმოიდგენდა.  

ორი რუსი ჟურნალისტი იუწყება, რომ ამაზე პასუხისმგებელი სწორედ FSB-ის ე.წ. მეხუთე სამსახურია. პუტინის მიერ 1990-იან წლებში დაფუძნებულ, FSB-ის საგარეო ჯაშუშობის დეპარტამენტს 2004 წლიდან სერგეი ბესედა ხელმძღვანელობს. მისი დაქვემდებარებით, მეხუთე სამსახური სპეციალიზებული იყო, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არჩევნებში, პრორუსი კანდიდატების გამარჯვებაში დახმარებაშიც. ის ასევე ამარაგებს რემლს ინფორმაციით ამ ქვეყნებში პოლიტიკური განწყობისა და მოვლენების შესახებ. ეს მოიცავს რა თქმა უნდა უკრაინასაც, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოსაც. 

ორი ჟურნალისტი, რომლებიც, საკუთარი განცხადების მიხედვით, დიდი ხანია აშუქებდნენ რუსეთის საიდუმლო სამსახურის საქმიანობას მთავრობისთვის კრიტიკულ რუსულ პორტალ Meduzaთვის, წერენ, რომ პუტინმა „ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დაადგინარომ მას დეზინფორმაციას აწვდიდნენ უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.

„მეხუთე სამსახურს“ ზედმეტად ეშინოდა პუტინის და ამიტომ მხოლოდ იმას ეუბნებოდა მას, რისი მოსმენაც რუსეთის დიქტატორს სურდა.  

ანგარიშის მიხედვით, ამას შედეგები უკვე მოჰყვა.  სერგეი ბესედასა და მის მოადგილეს შინაპატიმრობა შეეფარდათ. სხვა საკითხებთან ერთად, ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისათვის, ასევე მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბესედას და მის მოადგილეს, ანატოლი ბოლიუკს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, სხვა წყაროებიც ავრცელებენ. ჯერჯერობით, კრემლის მხრიდან განცხადებების დადასტურება არ მომხდარა. თუმცა, ცხადია, რომ პუტინი უკიდურესად უკმაყოფილოა თავისი ექსპერტებით. 

უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ოლექსი დანილოვი (59) ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან რვა რუსი მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. არის ვარაუდი, რომ პუტინმა საიდუმლო სამსახურები ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა, რომ თითქოს უკრაინა სუსტია და თავდასხმის შემთხვევაში ადვილად დანებდება. 

რეალურად კი ეს ასე არ აღმოჩნდა, მსოფლიომ ნახა და ამ დრომდე ხედავს გმირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისათვის. ამასთან, სწორედ უკრაინელების საგმირო საქმეებით ცივილიზებულმა სამყარომ კრემლის ბოროტი სახე და სისხლიანი ხელები კარგად დაინახა.  მსოფლიო დღეს ერთხმად უკრაინისკენაა.
მოამზადამიხეილ ხაჩიძე, CNews


კომენტარები
სრული შოკი - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დახმარებას ითხოვს
სრული შოკი - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დახმარებას...
10-03-2022, 21:28
რას აპირებს პუტინი 4 მარტს უკვე ცნობილია.. უკრაინის დაზვერვა
რას აპირებს პუტინი 4 მარტს უკვე ცნობილია.....
3-03-2022, 19:19
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის პრეზიდენტი  პუტინი.....
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის...
1-03-2022, 22:22
ვლადიმერ პუტინის ოჯახი მიწისქვეშა ბუნკერშია გადაყვანილი - უკრაინული მედია
ვლადიმერ პუტინის ოჯახი მიწისქვეშა ბუნკერშია...
1-03-2022, 19:03
ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს - პუტინი
ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ...
23-02-2022, 18:43
“ყველა შენ მოძულეს და მტერს მოუ** გამზრდელი დედა… ნა***რი პუტინის საამებლად ვერ გავიმეტებ, რაც არ უნდა წყენა და ბრაზი მქონდეს მის მიმართ – თავისუფლება მიშას!” – თამაზ ელიზბარაშვილი
“ყველა შენ მოძულეს და მტერს მოუ** გამზრდელი დედა…...
16-01-2022, 17:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно