კრემლი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს
პოლიტიკა
1-04-2022, 12:10
კრემლი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ ოსეთში გასამართი რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს შეეხება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ამის განსახორციელებლად სამართლებრივი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.
„საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე და ჩვენ ამას პატივისცემით მოვეკიდებით. არ შემიძლია პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ სამართლებრივი და სხვა სახის ნაბიჯები ჯერ არ გადაგვიდგამს“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 30 მარტს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით „რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აზრი თავის ხალხს უნდა ჰკითხოს“.
როგორც ბიბილოვმა განაცხადა, რესპუბლიკაში რეფერენდუმის ორგანიზება „არც ისე რთულია“ და ამის განხორციელება „დროში არ უნდა გაიწელოს“.
კომენტარები