აზერბაიჯანმა რუსეთს დაარტყა! - ინფორმაციას თავად რუსები ადასტურებენ

აზერბაიჯანმა რუსეთს დაარტყა! - ინფორმაციას თავად რუსები ადასტურებენ

პოლიტიკა
30-03-2022, 21:33



აზერბაიჯანმა რუსეთს დაარტყა! - ინფორმაციას თავად რუსები ადასტურებენ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარები რუსი "მშვიდობისმყოფელების" კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

„24-25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებმა დაარღვიეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმება, შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ქვეშაა და გამართეს სათვალთვალო პოსტი“ - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთი ასევე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფურახის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი Bayraktar TB2 დრონებით.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.
სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების  Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

წყარო:
formulanews.ge


კომენტარები
ახლა უკვე აზერბაიჯანიც - აზერბაიჯანი რუსეთ-უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენებას..........
ახლა უკვე აზერბაიჯანიც - აზერბაიჯანი...
28-03-2022, 22:21
სასწრაფოდ - ირაკლი ოქრუაშვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
სასწრაფოდ - ირაკლი ოქრუაშვილი უახლეს ინფორმაციას...
25-03-2022, 21:56
საშინელებაა - რას უშვრებიან რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს?
საშინელებაა - რას უშვრებიან რუსი ოკუპანტები...
21-03-2022, 20:40
რას აპირებს პუტინი 4 მარტს უკვე ცნობილია.. უკრაინის დაზვერვა
რას აპირებს პუტინი 4 მარტს უკვე ცნობილია.....
3-03-2022, 19:19
ჰაკერულმა დაჯგუფებამ ანონიმუსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდი გათიშა
ჰაკერულმა დაჯგუფებამ ანონიმუსმა რუსეთის თავდაცვის...
25-02-2022, 17:06
უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს პრემიალურები გაუზარდეს
უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს...
4-02-2022, 01:01
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно