საშინელებაა - რას უშვრებიან რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს?

საშინელებაა - რას უშვრებიან რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს?

პოლიტიკა
21-03-2022, 20:40



საშინელებაა - რას უშვრებიან რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს?


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მყოფი 2389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

უწყების განმარტებით, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების იძულებით გადაყვანა, მათ შორის ბავშვების, გატაცების ნიშნებს შეიცავს. მსგავსი ქმედებები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის.


"სახლების დანგრევითა და მშობლების მკვლელობით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მშობლების მეურვეობას ართმევს, რაც მათ სიცოცხლეს კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის რუსეთის ტერიტორიაზე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ბავშვთა უკანონო ტრეფიკინგზე, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ბავშვების წართმევის ფაქტები, ისევე როგორც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ასობით სხვა ფაქტი, სამართალდამცავების მიერ ზედმიწევნით დოკუმენტირებულია. ამ დანაშაულების ჩამდენები პასუხს აგებენ", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიღეა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. აგრესორები საცხოვრებელ სახლებსაც ბომბავენ, შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 115 ბავშვი, მილიონობით პირი კი უცხო ქვეყნებში დევნილად იქცა.


კომენტარები
გამწარებული პუტინი თავისიანებს დაერია - რა დაემართა პუტინს
გამწარებული პუტინი თავისიანებს დაერია - რა...
15-03-2022, 22:24
კიდევ ერთი სკანდალი -მერიამ დასახმარებლად უკრაინაში რუსეთის ფედერაციის..........
კიდევ ერთი სკანდალი -მერიამ დასახმარებლად...
11-03-2022, 21:50
სამშობიაროები?.. მე ვნახე ეს კადრები, რომელიც ძალიან ემოციურად იყო წარმოჩენილი - სერგეი ლავროვი
სამშობიაროები?.. მე ვნახე ეს კადრები, რომელიც...
10-03-2022, 18:49
პუტინის მოულოდნელი განცხადება, რუსეთის ლიდერი მზადაა ომი.......
პუტინის მოულოდნელი განცხადება, რუსეთის ლიდერი...
25-02-2022, 22:00
ლინეკერი - რუსეთის აგრესიაზე: ინტელექტი ზუსტად იმდენია, რათა იყვნენ ჩლუნგები
ლინეკერი - რუსეთის აგრესიაზე: ინტელექტი ზუსტად...
23-02-2022, 00:47
იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს
იმედია, საქართველო გაკვეთილებს ისწავლის და...
22-01-2022, 18:41
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно