უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს პრემიალურები გაუზარდეს
ახალი ამბები
4-02-2022, 01:01
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩს ამ ქვეყნებს შორის რთული დამოკიდებულების გამო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და რუსები თავიანთ მოთამაშეებს გამარჯვების შემთხვევაში ბონუსების გაზრდას დაჰპირდნენ.
თავიდან რუსები ნაკრების თითოეულ მოთამაშეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებისათვის 5 ათას ევროს დაჰპირდნენ, ვერცხლისათვის 8.7 ათასს, ხოლო ოქროსათვის 11 ათასს.
უკრაინელებთან დაპირისპირების გამო სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - მათთან გამარჯვებისათვის თითოეული რუსი მოთამაშე 17.5 ათასს მიიღებს.
შეგახსენებთ, ამ გუნდების მატჩი 4 თებერვალს ჩატარდება.
კომენტარები