რა მდგომარეობაშია პუტინი....რა პრობლემები აქვს....
პოლიტიკა
15-03-2022, 22:29
რა მდგომარეობაშია პუტინი....რა პრობლემები აქვს....
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისსაბჭოსმდივნისინფორმაციით,ვლადიმერ პუტინს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ამის შესახებ ალექსეი დანიელომა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“პუტინის ახლო წრე დარწმუნებულია, რომ ის ჭკუაზე არ არის,”- განაცხადა დანიელოვმა. მისივე ინფორმაციით, ბელარუსმა ჯარები მზადყოფნაში გადაიყვანა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მოვლენები ქვეყნის მასშტაბით მათ მიერ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, და თუ მტერი ფიქრობს, მათ მხოლოდ თავს დაცვა შეუძლიათ, ცდებიან.
“ოკუპანტებს არ ესმით სად არიან, დეზორიენტირებულნი და შეშინებულები არიან, მათ საწვავი ამოიწურა, უბრალოდ სახლში დაბრუნება უნდათ. ჩვენი ხალხი კი ფეხშიშველი გამოვა და ისე დაიცავს ჩვენს ქვეყანას.
ჩვენი პრეზიდენტი არ გვღალატობს, არ გვიღალატებს ჩვენი ხალხი,”- ამბობს დანიელოვი.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, ახლა უმთავრესი საკითხი უკრაინის ცის დაკეტვაა და თუ ქვეყანა ამას არ გააკეთებს მათი შვილები დაუცველები იქნებიან.
კომენტარები