სანიოლი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს, ის დორტმუნდსაც იდეალურად მოერგებოდა"

სანიოლი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს, ის დორტმუნდსაც იდეალურად მოერგებოდა"

ახალი ამბები / ფეხბურთი
10-04-2022, 00:10



საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Bild-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა:
"ჩვენი მთავარი ტალანტი კვარაცხელიაა. სათამაშო სტილით ის რიბერის ჰგავს. ხვიჩა ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს და ხშირად რისკავს. არის სწრაფი და პასებს უსაფრთხოდ აკეთებს".
"ის "რუბინს" დატოვებს და ეს მნიშვნელოვანია. ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბში რეგულარულად უნდა ითამაშოს. ის ბუნდესლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა".
"21 წლის ასაკში შესაძლოა "ბაიერნის" დონე არ იყოს, თუმცა "დორტმუნდს", "ლევერკუზენს" ან "გლადბახს" იდეალურად მოერგება", - განაცხადა ფრანგმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოს" ვინგერს "ნაპოლიში" გადასვლას უწინასწარმატყველებენ. იტალიური პრესის ცნობით, აჭარელთა მე-20 ნომერი "პარტენოპელებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.


კომენტარები
"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა ხვიჩამ არჩევანი სხვა გუნდზე შეაჩერა" - იტალიური პრესა
"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა...
10-04-2022, 00:08
მოჯი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში თამაშისთვის მზად არის"
მოჯი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში თამაშისთვის მზად...
6-04-2022, 00:09
ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინს" დაუპირისპირდება
ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინს"...
2-02-2022, 00:45
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა...
29-01-2022, 01:13
ხვიჩა "რუბინში" "დესპოტის" გარეშე დარჩა
ხვიჩა "რუბინში" "დესპოტის" გარეშე დარჩა...
22-01-2022, 00:57
კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football
კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს...
10-01-2022, 01:16
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно