ხვიჩა "რუბინში" "დესპოტის" გარეშე დარჩა
ახალი ამბები / ფეხბურთი
22-01-2022, 00:57
"Sport24"-ის ცნობით, 29 წლის სერბი ლეგიონერი ჯორჯე დესპოტოვიჩი "რუბინს" დატოვებს.
ყაზანურმა გუნდმა დესპოტოვიჩის სამსახურზე უარი თქვა და მის ნაცვლად "ლოკომოტივის" თავდამსხმელ ვიტალი ლისაკოვიჩს აიყვანს.
სანამ ახალ გუნდს მოძებნის, დესპოტოვიჩი "რუბინის" დუბლებში ივარჯიშებს. ის გუნდს "ინსტაგრამიდან" დაემშვიდობა.
დესპოტოვიჩი "რუბინში" შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პარტნიორი იყო
კომენტარები