
"მე არაფერი არ გამომიგონებია, რისი გაკეთებაც ვცადე, უკვე სხვებს ჰქონდათ მიღწეული", - გვარდიოლა
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-04-2022, 21:47
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მსოფლიო ფეხბურთზე თავის გავლენაზე ისაუბრა.
„მე ფეხბურთი არ გამომიგონებია. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უკვე წარსულში სხვას აქვს გაკეთებული. ის, რაც მე „ბარსელონაში“ გავაკეთე და ვცადე „ბაიერნშიც“, უკვე კროიფს და რეშაკს ჰქონდათ გაკეთებული.
მე არაფერი არ გამომიგონებია. ვცდილობ, ფეხბურთელებს შევეწყო. მომწონს ის, რისი მიღწევაც საკუთარი გუნდებისგან მსურს. მეც ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ და მომწონს ჩემ გუნდებში საკუთარი ანარეკლის დანახვა, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია.
როცა ვიგებ, ვიზიონერს მეძახიან, როცა ვაგებ, ამბობენ: „ეს კაცი საერთოდ ფიქრობს, რასაც აკეთებს?“ ვხედავ მეტოქეს, ვაანალიზებ მის თამაშს და ფეხბურთელებს ვეუბნები, თუ რა შეიძლება გააკეთონ ამა და ამ სიტუაციაში. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ - ვერა.“ - აღნიშნა პეპმა.
კომენტარები