"მორიგი უკვერცხებო, უთავმოყვარეო და უპატივცელო ადამიანი გვტოვებს", - ფიორენტინას ფანებმა ვლაჰოვიჩს და გუნდის პრეზიდენტს გადაუარეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
30-01-2022, 01:04
ფიორენტინას“ გულშემატკივართა გაერთიანებამ Curva Fiesole-მ დუშან ვლაჰოვიჩის „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
„ყველაფერი როგორც ყოველთვის. მორიგი ადამიანი კვერცხის, თავმოყვარეობის და პატივისცემის გარეშე, რომელიც გუნდში საკუთარი სახის გარეშე გადმოდის და არ იცის, რა არის ერთგულება. მორიგი მფლობელი, რომელიც „ფიორენტინას“ ქომაგებს სიყვარულს ეფიცება, მაგრამ აკეთებს იგივეს, რასაც მისი წინამორბედები: ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელებს მრავალწლიანი მტრის ბანაკში უშვებს.
ჩვენ ვეღარაფრით გაგვაკვირვებ, მორიგი ჯამბაზის დაკარგვის გამო თმის დაპუტვასაც არ ვაპირებთ. უბრალოდ გვსურს ერთი შეკითხვა დავუსვათ ადამიანს, რომელსაც მთელი ჩვენი გაერთიანება ენდო. კერძოდ კი პრეზიდენტს.
რა გითხრეს ასეთი, რით დაგარწმუნეს, რომ ასე მოქცეულიყავი? თქვენ, ადამიანს, რომელიც მეიერის საბავშვო კლინიკაში პატარა ბავშვს პირდებოდით, რომ ამ გუნდში ჩვენ ფეხბურთელებს აღარ გაყიდდით.
ვულოცავთ გენერალურ დირექტორს ჯო ბარონეს, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან დამაჯერებელი იყო და დაგარწმუნათ გადაგედგათ ნაბიჯი, რომელმაც ფული მოგიტანათ, მაგრამ სამუდამოდ დაგიკარგათ სახე ქალაქის წინაშე - და არამარტო. როგორ მოხდა ის, რომ თქვენ, რომელიც გუშინდელ დღემდე ამ ბოროტებას ებრძოდით, გადაწყვიტეთ ამ გარიგების გაფორმება?
სიამაყით ვფიქრობდით, რომ ის ბნელი დრო, როცა საუკეთესო ფეხბურთელებს მხოლოდ სარგებლისთვის ვყიდიდით და ვთანამშრომლობდით იმათთან, ვისი სახელის ხსენებაც კი არ ღირს, უკვე წარსულშია, მაგრამ აი, ჩვენ ისევ უკან ვბრუნდებით.
ქალაქი, რომელიც თქვენს ბრძოლას მხარს უჭერდა და ამის კეთებას კიდევ გააგრძელებდა, თავს მოტყუებულად გრძნობს. ჩვენ ისედაც გვქონდა არაერთი წყლული, რომლის განკურნვაც უკვე შეუძლებელია.“ - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარები