"ხავი 2016 წელს ამბობდა, რომ ატლეტიკოს სტილი დიდ გუნდებს არ შეეფერება", - სიმეონემ ვიზავის უპასუხა

"ხავი 2016 წელს ამბობდა, რომ ატლეტიკოს სტილი დიდ გუნდებს არ შეეფერება", - სიმეონემ ვიზავის უპასუხა

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-02-2022, 00:43



„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.

„2016 წელს ხავიმ თქვა, რომ სტილი, რომლითაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დიდ გუნდებს არ შეეფერება. ახლა მას აქვს საშუალება, ათამაშოს გუნდი იმ სტილით, რომლითაც სურს და რომელსაც მიჩვეულია ამ კლუბში გატარებული წლების მანძილზე. ჩვენ კი, ვცდილობთ ვითამაშოთ ისე, რომ მეტოქეებს უსიამოვნება შევუქმნათ.

თუ მთელი ცხოვრება გარკვეულ პირობებში გაატარე, სხვებს რა თქმა უნდა ვერ მიიღებ. მის აზრს პატივს ვცემ, მას საკმარისი ხარისხი ჰქონდა იმისთვის, რომ „ბარსელონაში“ მთელი კარიერა გაეტარებინა. მისი პარტნიორები დიდებული ფეხბურთელები იყვნენ და მათ ერთად დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ახლა კი მან თავი როგორც მწვრთნელმა უნდა გამოიჩინოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეძლებს.

მომწონს, როგორ თამაშობს „ბარსელონა“, მან გუნდს თავისი ფისოლოფია მოახვია და გააჩნია საკმარისი ხელსაწყო იმისთვის, რომ თავისი სტილი დანერგოს.

„ატლეტიკოში“ რაც მოვედი, „ბარსელონა“ ყოველთვის ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოდა. ახლა ჩვენ გველის მნიშვნელოვანი მატჩი კონკურენტის წინააღმდეგ და საინტერესო იქნება. „ბარსა“ სტუმრად ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია.“ - აღნიშნა სიმეონემ.


კომენტარები
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" უკეთესი გახდება
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა"...
12-01-2022, 01:19
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно