
"შარშან ჩელსის მოგებასაც არავინ ელოდა", - სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ორი ფავორიტი დაასახელა
ახალი ამბები / საქართველო
5-04-2022, 21:44
მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა.
„მან სიტი“ და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მოიაზრებიან. არის თუ არა მათზე ამის გამო უფრო დიდი ზეწოლა?
მთლიანი ზეწოლა ჩვენზე მოდის, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაფერისი სიტყვაა, ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობაა.
„მან სიტის“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, აშკარად ჩვენზე უკეთესი, თუმცა წინ ორი მატჩი გველის.
„სიტი“ და „ბაიერნი“ ლიდერობენ, მაგრამ წინა წელს გამარჯვება „ჩელსის“ დარჩა, რასაც არავინ ელოდა, მაგრამ მათ მოუმატეს და უფრო ძლიერები გახდნენ.
ახლა ბევრი სტილების შერკინებაზე საუბრობს. რა შეიძლევა გაიგო, როცა გვარდიოლას აკვირდები?
რაც მე ყველაზე მეტად მომწონს გუნდებში, რომლებიც „სიტივით“ კარგად თამაშობენ - არის ის შრომა, რომელსაც ისინი ბურთს დასაბრუნებლად წევენ. „სიტი“ სასიამოვნო საყურებელია, ის მუდამ ვითარდება. ყველაზე მეტად მომწონს, როგორ პროგრესირებენ დე ბრუინი, სტერლინგი და მიდიან პრესინგში, მუდმივად აქტიურობენ ბურთის დაკარგვის შემდეგ.
გვარდიოლა მათ გარკვეულ საქმეს ავალებს და მათ ნიჭს კიდევ შრომას უმატებს, რაც ყველა მწვრთნელისთვის მოსაწონია.“ - აღნიშნა არგენტინელმა.
„ატლეტიკო“ და „სიტი“ ¼-ფინალის პირველ მატჩს 5 აპრილს გამართავენ
კომენტარები