რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე შესუსტებული შემადგენლობით ითამაშონ
ახალი ამბები / ფეხბურთი
22-01-2022, 01:00
შესაძლოა, მადრიდის “რეალს” და ლონდონის “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შესუსტებული შემადგენლობით გამოსვლა მოუწიოთ.
ამ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს. ამის მიზეზი ის არის, რომ საფრანგეთში მიღებული ახალი კანონით, რომელიც ძალაში 24 იანვრიდან შევა, სპორტულ ობიექტებზე შესვლას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ. ლონდონური და მადრიდული კლუბები კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში, შესაბამისად “ლილის” და “პსჟ-ს” უპირისპირდებიან.
არც ერთ ამ გუნდს ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი წევრია COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, არ გაუვრცელებია.
კომენტარები