კაცნაკლულმა "რეალმა" დამატებით დროში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო

კაცნაკლულმა "რეალმა" დამატებით დროში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო

ახალი ამბები / ფეხბურთი
21-01-2022, 00:53



ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ, „რეალმა“ თასის 1/8 ფინალში, დამატებით დროში გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად „ელჩე“ 2:1 დაამარცხა.

ოქტომბერში „რეალმა“ ლა ლიგაზე გასვლაზე „ელჩე“ 2:1 დაამარცხა და ამჯერადაც მისგან გამარჯვებას ელოდნენ. „სამეფო გუნდმა“ ისევ იმარჯვა, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, 102-ე წუთზე მსაჯმა მარსელო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლები გონსალო ვერდიმ დააწინაურა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი სტუმრები არ დანებდნენ და ისკომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო აზარმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“
ელჩე -რეალი 1:2
გოლები: 1:0 გონსალო ვერდი (103), 1:1 ისკო (108), 1:2 აზარი (115)
გაძევება: მარსელო (102)


კომენტარები
"ბილბაომ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში "რეალს" შეხვდება
"ბილბაომ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა და...
14-01-2022, 01:12
1:3-დან 4:3-მდე - "იუვეს" 3 გოლი 7 წუთში, გაძევება, გამოუყენებელი პენალტი და გამარჯვება რომში
1:3-დან 4:3-მდე - "იუვეს" 3 გოლი 7 წუთში,...
10-01-2022, 01:15
ლიუკმა ისევ გაიტანა, გავიმ დააღალატა - "ბარსამ" გამარჯვება 89-ე წუთზე გაუშვა ხელიდან
ლიუკმა ისევ გაიტანა, გავიმ დააღალატა - "ბარსამ"...
9-01-2022, 01:04
"რეალმა" ახალი წელი მოულოდნელი მარცხით დაიწყო
"რეალმა" ახალი წელი მოულოდნელი მარცხით დაიწყო...
3-01-2022, 01:03
"სიტიმ" კაცნაკლული "არსენალი" კომპენსირებულ დროში დაამარცხა
"სიტიმ" კაცნაკლული "არსენალი" კომპენსირებულ დროში...
1-01-2022, 20:02
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно