"ბილბაომ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში "რეალს" შეხვდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
14-01-2022, 01:12
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა „ბილბაომ“ „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა.
„ატლეტიკო“ 62-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარე უნაი სიმონს და ანგარიში გაიხსნა. შემდეგ კი ბასკურმა გუნდმა ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
„ბილბაო“ კვირას, 16 იანვარს, ფინალში „რეალს“ შეხვდება, რომელმაც „ბარსელონას“ სძლია.
ერ-რიადი. „მეფე ფახდის სახელობის სტადიონი“
ატლეტიკო - ბილბაო 1:2
გოლები: 1:0 უნაი სიმონი (62, საკ. კარში), 1:1 იერაი ალვარესი (77), 1:2 უილიამსი (81)
გაძევება: ხოსე ხიმენესი (90+4, ატლეტიკო)
კომენტარები