"არასდროს გავხდები სიტისთვის ის, რაც იუნაიტედისთვის ფერგიუსონია", - გვარდიოლა
ახალი ამბები / ფეხბურთი
15-02-2022, 01:12
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მომავალთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა: "მე არ ვიქნები სერ ალექს ფერგიუსონი, არ ინერვიულოთ.
ფეხბურთში წელიწადნახევარი დიდი დროა. ჩვენი ჰარმონია გვეხმარება: ბოლო 20 მატჩიდან 18 მოვიგეთ და ერთი წავაგეთ ლაიფციგთან, როცა არაფერი გვჭირდებოდა.
ვიცი, რომ ბიჭები ხანდახან იმედგაცრუებულნი არიან, რომ არ აქვთ საკმარისი სათამაშო დრო. სხვა ყველაფერზე ჩივილი უბრალოდ შეუძლებელია - ფიზიოთერაპევტები, სპორტის მეცნიერებები, ყველა მზადაა დასახმარებლად.
ამიტომ მათ არაფერი აქვთ საჩივარი. მიუხედავად ამისა, არის ფეხბურთის ელემენტი გამარჯვებასა თუ დამარცხებაში, არ იცი, რა მოხდება. ჩვენ ერთად ვართ, რომ გავიმარჯვოთ და გავიღიმოთ.
სევდიანი სახით უმაღლეს დონეზე ასვლა შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ იმის პროგნოზირებაზე, თუ რა მოხდება, მაგრამ არავინ არაფერი იცის", - განაცხადა გვარდიოლამ.
კომენტარები