ამ მომენტმა ჩხუბი კალვინის სასარგებლოდ შეატრიალა... - უაითმა ჭიკაძე-კატარის ბრძოლა შეაფასა

ამ მომენტმა ჩხუბი კალვინის სასარგებლოდ შეატრიალა... - უაითმა ჭიკაძე-კატარის ბრძოლა შეაფასა

ახალი ამბები / კრივი
17-01-2022, 01:03



UFC-ის პრეზიდენტმა დეანა უაითმა წლის პირველი საბრძოლო ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"როცა გიგა თავის კუთხესთან მისული დავინახე, ჩემს ბიჭებს მაშინვე ვუთხარი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაეყვანათ. როცა ასეთ ომს გადაიტან, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ იყო. ეს ნამდვილი ომი იყო, კალვინიც და გიგაც შესამოწმებლად დაუყოვნებლივ კლინიკაში წაიყვანეს. 

წლის პირველი ჩხუბი იყო და სეზონის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატი უკვე არის. წელი დაუჯერებლად დავიწყეთ. კალვინ კატარისა და მაქს ჰოლუეის ჩხუბი, მგონი ყველას დაავიწყდა. კალვინი ბრწყინვალე იყო, ვთვლი, რომ იდაყვის მორტყმით მატჩის ბედი გადაწყვიტა. პირველ რაუნდში ბიჭები
ჭიდაობამ დაღალა და პირდაპირ ომში ჩაერთვნენ. 

წინა კვირაში გვაკრიტიკებდნენ, რატომ არ დაველოდეთ გიგას ჩხუბს, როცა საქმე სატიტულო ბრძოლას ეხებოდა. ჭიკაძემ დღეს იბრძოლა, წინასწარ არავინ იცის როგორ დამთავრდება ესა თუ ის შეხვედრა, ამ სპორტში საინტერესო ზუსტად ეს არის. ბევრი საბრძოლო დღე გვაქვს და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. 

პირველმა რაუნდში იდაყვის მოხვედრებამ ბრძოლა კალვინ კატარის სასარგებლოდ შემოატრიალა. ის დარტყმა რომ არა, ჩხუბი სხვანაირად წარიმართებოდა. ამის შემდეგ გიგამ საკუთარი თავი ვეღარ იპოვა, მეორე რაუნდიდან სულ სხვა ჭიკაძე იბრძოდა,"- თქვა უაითმა. 

გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა დღეს კალვინ კატართან წააგო


კომენტარები
რა შემთხვევაში ჩაუტარდება გიგას თავზე ოპერაცია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
რა შემთხვევაში ჩაუტარდება გიგას თავზე ოპერაცია -...
17-01-2022, 00:57
"ზომბი" არ ჩერდება - კორეელმა ჭიკაძის გინებას უპასუხა
"ზომბი" არ ჩერდება - კორეელმა ჭიკაძის გინებას...
17-01-2022, 00:57
"თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას დავუსრულებ..." - ქართველი "ნინძა" კელვინის დასამარცხებლად მზადაა
"თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას...
16-01-2022, 00:53
UFC-ის პრეზიდენტი საუბრობს, რა შემთხვევაში მიიღებს გიგა ჭიკაძე სატიტულო ორთაბრძოლას
UFC-ის პრეზიდენტი საუბრობს, რა შემთხვევაში...
15-01-2022, 00:50
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно