რა შემთხვევაში ჩაუტარდება გიგას თავზე ოპერაცია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ახალი ამბები / კრივი
17-01-2022, 00:57
როგორც მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას გიგა ჭიკაძემ UFC-ში მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველო მებრძოლი რეიტინგის მეხუთე ნომერს კელვინ კატარს დაუპირისპირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპონენტებს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო და საბოლოოდ, გამარჯვება ამერიკელ მებრძოლს დარჩა.
აღნიშნულმა დაპირისპირებამ გიგას დიდი ზიანი მიაყენა, რის გამოც იგი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ, ჭიკაძე ფეისბუქ ლაივის საშუალებით ქომაგებს გაესაუბრა და მის შესაძლო ოპერაციაზეც ისაუბრა.
გიგას თქმით, მას ტვინში სისხლჩაქცევები აქვს და თუ აღნიშნული სისხლჩაქცევების ზომები გაიზარდა, მაშინ, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
თუმცა გიგა იმედს გვაძლევს და ის აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ოპერაცია საჭირო არ გახდება და ყველაფერი კარგად იქნება.
კომენტარები