UFC-ის პრეზიდენტი საუბრობს, რა შემთხვევაში მიიღებს გიგა ჭიკაძე სატიტულო ორთაბრძოლას
ახალი ამბები
15-01-2022, 00:50
მას შემდეგ, რაც მაქს ჰოლოვეი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლას მოეხსნა, UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა გადაწყვიტა, რომ ავსტრალიელი მებრძოლის ახალ მეტოქედ ჩენ სონ ჯონი შეერჩია. შეგახსენებთ, ვოლკანოვსკი მზად იყო, რომ მაქსთან მესამე ბრძოლა გაემართა და საჩემპიონო ქამარიც დაეცვა.
რამდენიმე ათლეტი, მათ შორის გიგა ჭიკაძეც ალექსანდრთან დაპირისპირებას ითხოვს, თუმცა ჩვენებურს წინ 16 იანვარს კელვინ კატართან უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა აქვს.
კელვინის დამარცხების შემთხვევაში ჭიკაძეს მოგება-წაგების ბალანსი 8:0-თან გაუხდება და უკვე სატიტულო ორთაბრძოლის შანსსაც მიიღებს.
ამ თემასთანდაკავშირებით UFC-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა:
"რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, პრობლემა შეიქმნა და ის უნდა გადაგვეჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში გიგას უნდა დავლოდებოდი, რომელსაც თავის მხრივ, წინ ბრძოლა აქვს და მის შედეგზე უნდა ვყოფილიყავი დამოკიდებული. რა მდგომარეობაში დაასრულებდა შეხვედრას? იქნებოდა ჯანმრთელ მდგომარეობაში? ძალებს სწრაფად აღიდგენდა?
კორეელმა ბოლოს ჩატარებულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, რეიტინგშიც მეოთხე ადგილს იკავებს. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.
რაც შეეხება გიგას, თუ კატარს დაამარცხებს, შანსს აუცილებლად მიიღებს", - განაცხადა დანამ.
კომენტარები