„სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი“ - რას წერს ავარიაში მოყოლილი ბავშვის დედა
პოლიტიკა
2-04-2022, 00:12
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა მხოლოდ თავისი შვილის სიცოცხლეს ნატრობს.
„სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი. მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ“, - წერს ავარიაში მოყოლილი
ბავშვის დედა.
ცნობისთვის, თბილისში შარტავას გამზირზე 30 მარტს ავარია
მოხდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 8 წლის ბავშვი.
მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, არასრულწლოვანის
მდგომარეობა ახლაც მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში
იმყოფება.
კომენტარები