ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი - "გაუჩერებლად ვიმეორებდი, ტყუპი ხომ უკვე მყავს, შეუძლებელია, კიდევ სამი გამიჩნდეს-მეთქი"

ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი - "გაუჩერებლად ვიმეორებდი, ტყუპი ხომ უკვე მყავს, შეუძლებელია, კიდევ სამი გამიჩნდეს-მეთქი"

პოლიტიკა
12-01-2022, 18:00



ძა­ლი­ა­ნაც რომ არ გინ­დო­დეს, გა­სუ­ლი წლის გახ­სე­ნე­ბით ნერ­ვე­ბი მო­ი­შა­ლო, ჩვე­ნი ექ­სტრე­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის გა­დამ­კი­დეს გო­ნე­ბა­ში მა­ინც რა­ღაც ამო­გი­ტივ­ტივ­დე­ბა, ამი­ტომ მოდი, შემ­წყნა­რებ­ლუ­რად ვა­ღი­ა­როთ, რომ გა­სუ­ლი წელი ერთ-ერთი არე­ულ­წელ­თა­გა­ნი იყო და ცუდ­თან ერ­თად კარ­გი ამ­ბე­ბიც მოხ­და. უმა­დუ­რი უნდა იყო, ეს არ აღ­ნიშ­ნო, უმა­დუ­რო­ბა კი სუ­ლაც არ მომ­წონს. ჰოდა, მად­ლი­ე­რე­ბით ვწერ, რომ გა­სუ­ლი წლის ერთ-ერთი დიდი სი­ხა­რუ­ლი თეო გო­გო­ლა­უ­რი­სა და მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის ტყუ­პი შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბა იყო. თეოს ოთხი ტყუ­პი გა­უჩ­ნდა, მა­რი­ამს - სამი. ორი­ვე დე­დი­კომ გა­და­წყვი­ტა, შვი­ლე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი და მტვრი­ა­ნი თბი­ლი­სის­თვის გა­ე­რი­დე­ბი­ნა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ე­ზარ­და, ამი­ტომ ისი­ნი ახალ­ცი­ხე­სა და კას­პში გა­და­სახ­ლდნენ და შვი­ლებს ძი­ძე­ბის გა­რე­შე ზრდი­ან. მხო­ლოდ დე­დამ­თი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ დიდი მად­ლი­ე­რე­ბით.

მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძე: - რო­გორც ჩანს, ექი­მი ისე გა­ოც­და სამი ტყუ­პის და­ნახ­ვით, რომ ჩემი მე­უღ­ლე მო­ი­კი­თხა. ის ჩემ­თან ერ­თად არ იყო, ამი­ტომ ჩა­ვე­ძიე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი და როცა მი­თხრა, სამი ტყუ­პი გე­ყო­ლე­ბა­თო, ისე­თი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მო­მეჩ­ვე­ნა, გა­უ­ჩე­რებ­ლად ვი­მე­ო­რებ­დი, ტყუ­პი ხომ უკვე მყავს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, კი­დევ სამი გა­მიჩ­ნდეს-მეთ­ქი. მერე ექი­მებ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კეს. ის მა­შინ­ვე მო­ვარ­და და სი­ხა­რუ­ლი­სა­გან ცეკ­ვა და­ი­წყო. თან მარ­წმუ­ნებ­და, ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო და მეც გონ­ზე მო­ვე­დი.

- ახლა რო­გორ იზ­რდე­ბი­ან ტყუ­პე­ბი და რა და­არ­ქვით?

- უფ­რო­სებს, რომ­ლე­ბიც უკვე 4 წლის არი­ან, თომა და ალექ­სან­დრე ჰქვი­ათ, უმ­ცრო­სებს კი - და­ვი­თი, კონ­სტან­ტი­ნე და ნი­კო­ლო­ზი. მათ გაზ­რდა­ში დედა და დე­დამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბი­ან. მე­უღ­ლეც, რა თქმა უნდა, როცა შინ არის.


კომენტარები
ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს - ეს იქნება წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი" - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს -...
10-01-2022, 17:14
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно