ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს - ეს იქნება წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს - ეს იქნება წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
10-01-2022, 17:14



წელს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის სა­კი­თხი. ჩვენ შევ­ქმნით ათი ათა­სო­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გილს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გუნ­დმა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და­ა­მუ­შა­ვა.

"მინ­და ვთქვა, რომ წელს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სა­კი­თხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა, ამ მიზ­ნით, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჯგუ­ფი იყო წა­სუ­ლი ევ­რო­პა­ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი და­ა­მუ­შა­ვეს და ჩვენ უკვე ვი­წყებთ იან­ვრი­დან ამ პრო­ექტს.

ჩვენ შევ­ქმნით ათი ათა­სო­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გილს. ჩვენ უნდა შევ­ცვა­ლოთ არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა შე­ვუქ­მნათ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და შე­ვამ­ცი­როთ სი­ღა­რი­ბე. ეს უნდა იყოს ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ამ წელს. მო­მა­ვა­ლი სამი წელი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია არის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და დას­ტა­ბუ­ლი­რე­ბუ­ლი და ჩვენ ახლა უნდა ვი­მუ­შა­ოთ - საქ­მე, საქ­მე და საქ­მე! მხო­ლოდ საქ­მე­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ და მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა და­ვეხ­მა­როთ მაქ­სი­მა­ლუ­რად,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно