თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი სიხარულია ჩემს გულში" - ვინ არის ქალი, რომელსაც 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი სიხარულია ჩემს გულში" - ვინ არის ქალი, რომელსაც 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

პოლიტიკა
12-02-2022, 18:08



10 თებერვალს, სოციალურ ქსელში ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს - "ბომონდის" გვერდზე სასიხარულო ინფორმაცია განთავსდა - „ პირველად, ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს - "ბომონდის" ისტორიაში!!! გაიცანით ტყუპის გმირი დედა. მან 46 წლის ასაკში პირველად, საკეისრო კვეთით ტყუპი ქალ-ვაჟი, 2 ანგელოზი მოავლინა ამ ქვეყანას, ბიჭი 3.700 კგ, გოგონა კი 3, 500 კგ. დაიბადა.

დედაც და პატარა ბაჭიებიც თავს გრძნობენ იდეალურად. ფოთის ,,ბომონდი"-ს ადმინისტრაცია მშობლებს ამ ბედნიერებას ულოცავს და მათ ჯანმრთელობას უსურვებს!!!“, - წერს კლინიკა და ბავშვების ფოტოებს ავრცელებს. ახალშობილი ტყუპის ოჯახში ახლა მართლაც უდიდესი სიხარულია. როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, სპარტაკ ხურცია და ირმა კაპოსნიძე 14 წელი ელოდნენ ნანატრი შვილის შეძენას და უფლის წყალობით, ისინი ქალ- ვაჟის მშობლები გახდნენ. ირმა თავის პატარებთან ერთად ჯერ ისევ კლინიკაშია, მამა კი მოუთმენლად ელოდება შვილების სახლში გაწერას. ირმას კლინიკაში დავუკავშირდით.

ირმა კაპოსნიძე:

- საოცარი ემოციაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ახლა რას ვგრძნობ. 14 წელი არ მყავდა შვილი და დღეს უბედნიერესი დედა ვარ. ძალიან გახარებულები ვართ, უფლის წყალობით გაჩნდა ჩვენი ნანატრი ქალ-ვაჟი, ეს მართლაც უფლის სასწაულია. როცა გავიგე, ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავიდან არ მჯეროდა, ეს უდიდესი სიხარული იყო. ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ რომ გაქვს ის ბედნიერება, რომ დედა გახდე. თან გოგო და ბიჭი გაჩნდა, ანი და რამაზ ხურციები.

სულ ვმკურნალობდი, თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როცა ხელი ჩავიქნიეთ და მივატოვეთ მკურნალობა. მაგრამ მერე ისევ ვიმკურნალე. ღვთის წყალობით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ღმერთმა გადმოგვხედა და ორი ანგელოზი გვაჩუქა... მადლიერი ვარ ამ კლინიკის, შესანიშნავი ექიმები და მედპერსონალია „ბომონდში“, ფოთში ახალი გახსნილია ეს კლინიკა. ჩემი ექიმი - ნოე მაცაბერიძე საოცრად ყურადღებიანი ადამიანია. მთლიანად კოლექტივი ძალიან თბილები არიან. თითოეულ მათგანს მადლობა, ჩვენი უდიდესი სიხარულის გაზიარებისთვის. ჩემი პატარები ისეთი დიდები დაიბადნენ და ისეთი საყვარლები არიან, ყველანი აღფრთოვანებულები არიან კლინიკაში


კომენტარები
19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ... ვიცი, რომ არსად არ ხარ, თუმცა ჩემს გულში სულ იქნები - სალომე ბარკერი ტრაგიკულად დაღუპულ დას იხსენებს (ფოტო)
19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ... ვიცი, რომ...
31-01-2022, 21:32
ვერც კი წარმოვიდგენდი თუ გავიდოდა 1 წელი და 30 იანვარი ჩვენთვის საბედისწერო დღე იქნებოდა - პატარა ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა
ვერც კი წარმოვიდგენდი თუ გავიდოდა 1 წელი და 30...
30-01-2022, 21:56
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო თბილისში ექიმებს ადგილზე დახვდათ - ცრუ ოპერაცია
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო...
29-01-2022, 18:08
"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე საქციელზე წერს
"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ...
28-01-2022, 01:05
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი ტრაგედია ტრაილებს - რა საშინელი ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი...
14-01-2022, 01:09
ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი - "გაუჩერებლად ვიმეორებდი, ტყუპი ხომ უკვე მყავს, შეუძლებელია, კიდევ სამი გამიჩნდეს-მეთქი"
ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი -...
12-01-2022, 18:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно