ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო თბილისში ექიმებს ადგილზე დახვდათ - ცრუ ოპერაცია

ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო თბილისში ექიმებს ადგილზე დახვდათ - ცრუ ოპერაცია

პოლიტიკა
29-01-2022, 18:08



ახალგაზრდა ქალი, 35 წლის ფიქრია ბარბაქაძე ჰყვება, რომ ახალციხის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ექიმებმა ერთ-ერთი ორგანო, კერძოდ ფალოპის მილი ამოაჭრეს და უთხრეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებდა.

სამედიცინო მანიპულაცია ახალციხეში, კლინიკა „იმედის“ ექიმებმა, მარინა ხაბაროვამ და დავით მაისურაძემ ჩაატარეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე სხვა კლინიკაში გაირკვა, რომ ორგანო ადგილზეა და ის სრულიად ჯანმრთელია. დაზარალებული პაციენტი ახლა ახალციხის კლინიკის ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აწარმოებს. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

ის, რომ პაციენტისთვის ახალციხეში ორგანო მართლაც არ ამოუჭრიათ, თბილისში, „იმედის“ კლინიკა ადასტურებს, სადაც ფიქრია ბარბაქაძეს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა.

„თქვენ რომ მითხარით, მარჯვენა მხარეს ფალოპის მილია მოკვეთილი, ადგილზე გაქვთ, დავათვალიერეთ, არაფერი არ ეტყობა, თითის შეხებაც კი არ ეტყობა, თითიც კი არ აქვს შეხებული“, - სწორედ ასე უთხრეს ფიქრია ბარბაქაძეს თბილისის „იმედის“ კლინიკაში.

ექიმი მაია ბოდოკია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპერაციის დროს მას ორგანო ადგილზე დახვდა. მეან-გინეკოლოგი მაია ბოდოკია კამერების წინ კოლეგა ექიმების სავარაუდო შეცდომაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა სატელეფონო ინტერვიუში არ უარყოფს, რომ თავის დროზე პაციენტისთვის ფალოპის მილი არ ამოუკვეთავთ და ახალგაზრდა ქალს ორგანო, რომელიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამოკვეთილი ეგონა, რეალურად ადგილზე ჰქონდა.

ცრუ ოპერაციის ჩატარებაზე მიუთითებს ფიქრია ბარბაქაძის მიერ ქართულ-ამერიკულ კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებიც, რითაც ასევე დასტურდება, რომ პაციენტისთვის არანაირი ორგანო არ ამოუჭრიათ. თავად ბრალდებების ადრესატი ექიმები დღეს არ გამოჩენილან. ახალციხის კლინიკა „იმედში“ მათ ნაცვლად განმარტება დაწესებულების მენეჯერმა გააკეთა. კლინიკაში დღესაც ირწმუნებიან, რომ ფიქრია ბარბაქაძეს ფალოპის მილი მართლაც ამოაჭრეს, თუმცა უჭირთ ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა ოთხი წლის წინ ამოჭრილი ორგანო კვლავ თავის ადგილზე.

35 წლის ფიქრია ბარბაქაძის საქმეს ერთდროულად რამდენიმე უწყება სწავლობს. საგამოძიებო ორგანოც და რეგულირების სააგენტოც ახლა ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნას ელოდებიან. ჩატარდა თუ არა ახალციხის კლინიკაში ცრუ ოპერაცია ფინანსური დაინტერესების მიზნით, ამ კითხვას პასუხი სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაეცემა. არ არის გამორიცხული საქმის ფიგურანტი ექიმები პასუხისგებაში მისცენ.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно