
”არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს, 18 წლის ბიჭი მომიკლეს” – ნახეთ გარდაცვლილი ბიჭის დედის განცხადება
პოლიტიკა
26-03-2022, 21:52
”არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს, 18 წლის ბიჭი მომიკლეს” – ნახეთ გარდაცვლილი ბიჭის დედის განცხადება
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ჩეკურიშვილი საკუთარ “ფეისბუქ-გვერდზე” წერს, რომ ლევან რატიანმა და მაგდა რურუამ 18 წლის ბიჭი მოუკლეს.
„წყალი, საკვები, არაფერს არ აძლევენ, უწევთ სველი დაბინძურებული ავადმყოფები… 18 წლის ბიჭი, ჩემი შვილი 20 დღეში გამომიწერეს.

მკურნალი ექიმი, მაგდა რურუა ხომ სახეზეც ჯალათი და უტიფარია უგულო გარეწარი. ჰპარავდნენ ძვირად ღირებულ სპეცკვებას, ძვირიან წამლებს, წყალს, ჰიგიენას, რაც ყოველდღე შემქონდა… აძინებენ აბამენ… საქართველოს რეანიმაციები ოსვენციმის ბანაკად აქციეს…”, – წერს გარდაცვლილის დედა.
კომენტარები