ექიმებმა მითხრეს, დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით - სააკაშვილი მისი მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

ექიმებმა მითხრეს, დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით - სააკაშვილი მისი მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

პოლიტიკა
14-03-2022, 18:18



საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც უვადო შიმშილობა გასულ კვირას შეწყვიტა, ამბობს, რომ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. მისი თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ სასწრაფოდ არ დაიწყეს მისი მკურნალობა, შესაძლოა ყველაფერი სიკვდილით დასრულდეს.

„გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


კომენტარები
მათ ვინც უკვე გადაიტანეს კოვიდი, ახალმა კვლევამ აჩვენა და ეს არის საგანგაშო...“ - რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე
მათ ვინც უკვე გადაიტანეს კოვიდი, ახალმა კვლევამ...
20-02-2022, 18:00
რას ჰყვებიან ნათესავები ქალის შესახებ, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო
რას ჰყვებიან ნათესავები ქალის შესახებ, რომელმაც...
17-02-2022, 18:37
„2-3 წლის სიცოცხლე დამრჩა, ქართველმა ექიმებმა 1 წელიწადი და 2 თვე დამაკარგვინეს!“ - თამაზ ელიზბარაშვილი
„2-3 წლის სიცოცხლე დამრჩა, ქართველმა ექიმებმა 1...
17-02-2022, 18:36
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო თბილისში ექიმებს ადგილზე დახვდათ - ცრუ ოპერაცია
ახალციხეში ექიმების მიერ ამოკვეთილი ორგანო...
29-01-2022, 18:08
შემოაკვდათ! ჯან-ღონით სავსე ორჯერ აცრილი კაცი გარდაიცვალა... ნახევარი საათის წინ დარეკეს და..." - ნუგზარ სულაშვილი
შემოაკვდათ! ჯან-ღონით სავსე ორჯერ აცრილი კაცი...
23-01-2022, 19:56
კლოპი: "სალაჰის მომავალზე ჟურნალისტები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე გულშემატკივრები"
კლოპი: "სალაჰის მომავალზე ჟურნალისტები უფრო...
14-01-2022, 01:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно